მედია - სირიაში, თურქეთის არმიის სადამკვირვებლო პოსტზე ავიათავდასხმის გამო, ერდოღანმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის საჩქაროდ მოწვევის გადაწყვეტილება მიღო, რომლის მიზეზიც, არაოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც რუსული მედია თურქეთისა და არაბული მედიის მიხედვით ავრცელებს, სირიაში მდებარე თურქეთის არმიის სადამკვირვებლო პოსტზე ავიათავდასხმა გახდა.

მათი ცნობით, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეორგოლები, რომლებზეც ჩანს , როგორ მიჰყავთ მასობრივად ჰატაის საავადმყოფოში დაჭრილი ადამიანები.

ვრცელდება ინფორმაცია ათეულობით გარდაცვლილი თურქი ჯარისკაცის შესახებ, რომელთა რაოდენობა 32-დან 78 ადამიანამდე მერყეობს.

ოფიციალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა