გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახის წევრი და ადვოკატი ბრალდებულის ოჯახს მოუწოდებენ, „მათ მიმართ შეურაცხყოფა შეწყვიტონ“

გუდაურში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის, თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი საქმეში ბრალდებულის ოჯახს მოუწოდებს, მათ მიმართ „შეურაცხყოფა შეწყვიტონ“. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დავა სასამართლოში უნდა გაგრძელდეს და სიმართლე იქ დადგინდეს.

"ეს ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ საზოგადოებრივი აზრი შეიქმნას, რომელიც პირდაპირ ჯაჭვურ რეაქციაშია ოჯახთან და აღნიშნულით ზარალდება ოჯახი, მიცვალებულის სახელი. მეც და ოჯახიც სიმართლის დადგენით ვართ დაინტერესებული, ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ გვინდა ეს შეურაცხყოფა დამთავრდეს და დავა სასამართლოში გაგრძელდეს. სიმართლე იქ უნდა დადგინდეს, სადაც საჭიროა", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, საქმეში გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.

ნიკოლოზ წულეისკირი აცხადებს, რომ თუ მოკლულის ოჯახის სახელის შეურაცხყოფა არ შეწყდება, ისინი იძულებულები გახდებიან, „იმიტირებული სასამართლო“ მის გარეთ გამართონ.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, მივცეთ საშუალება, ნაფიცი მსაჯულები იქნებიან თუ ბრალდების მხარის წარმომადგენლები ნორმალურად წარმართონ პროცესები, ზეწოლის გარეშე. ყველაზე მნიშვნელოვანი - ოჯახის წევრები უნდა გათავისუფლდნენ იმ წნეხისგან და საშინელებისგან, რაც ამ პერიოდის განმავლობაში მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს. ადვოკატის გარდა, ოჯახის ახლობელი ვარ და აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სახელი შევინარჩუნოთ. ისედაც თავისი გასაჭირი აქვთ ოჯახს, გლოვობენ. ვინც კომენტარებს აკეთებს ან ამ თემაზე საუბრობს, მაქსიმალურად პატივი სცეს გარდაცვლილის სულს. სპეციალურად ერთგვარი ჯგუფებია შექმნილი, პოზიტიური კომენტარი დაიდება თუ არა, პირდაპირ ხდება თავდასხმა სოციალურ ქსელში. მოლოდინი მაქვს, რომ სიმართლე გაირკვევა და გამოძიება სწორი მიმართულებით წარიმართება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი გადავა იქ, სადაც საჭიროა. ყველა კითხვას პასუხი სასამართლოში უნდა გაეცეს და არა სასამართლოს გარეთ. სხვა შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, სასამართლოს გარეთ მოვაწყოთ იმიტირებული სასამართლო. ასეთ დროს დავზიანდებით არა მარტო ოჯახი, არამედ ბრალდების მხარე. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე მხარე წაგებული დარჩება", - აღნიშნა ადვოკატმა.

„ინტერპრესნიუსთან“ ასევე ისაუბრა მოკლული თამაზ გორთამაშვილის რძალმა, ნინო გულიაშვილმა. მისი თქმით, თუ ბრალდების მხარის წარმომადგენლები მათი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლას არ შეწყვეტენ, ისინი უძულებულები იქნებიან, პასუხი გასცენ.

„მგლოვიარეები ვართ და ნამდვილად არ გვაქვს იმის თავი, რომ ვიღაცის წინაშე თავი ვიმართლოთ, მაგრამ ისე წავიდა ყველაფერი, უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ უნდა დავიცვათ თაზოს სახელი, რადგან თავად ცოცხალი აღარ არის. იძულებულები გავხდით, რომ გავაკეთოთ ეს განცხადება. პირადად, როგორც ოჯახის წევრმა მინდა ვთხოვო და მივმართო თუნდაც ბრალდებულის მხარეს, საზოგადოებას, რომელიც კობიაშვილს მხარს უჭერს, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ნუ ახდენენ მგლოვიარეების, ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლას. თუნდაც სოციალურ ქსელში ჩვენს გვერდებზე შემოვარდნით და ჩვენი შეურაცხყოფით, თაზოს სახელის შეურაცხყოფით. ძალიან კარგად ვიცით ვინ იყო ის, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან რთული წასაკითხი და მოსასმენია ოჯახისთვის, მითუმეტეს, დედისთვის, რომელიც შვილს გლოვობს. ჩვენი ერთადერთი თხოვნა იქნება, რომ ყველა დაელოდოს გამოძიებას, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩვენც ველოდებით და ჩუმად ვართ. ჩვენი სიჩუმით ნუ ისარგებლებენ, რადგან უკვე პასუხის გაცემა მოგვიწევს, სხვა გზა არ გვექნება“,-აცხადებს ნინო გულიაშვილი.

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო: გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახი მერაბ კობიაშვილის მხარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო