112-ის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, არის მზადყოფნა, რომ ოპერატორებისა და დისპეტჩერების ჯგუფების დამატება უზრუნველყოს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მოსახლეობის მიმართვიანობა გაზრდილი არ არის.

„შეტყობინებების მიღება ხდება უწყვეტ რეჟიმში და ოპერატიულად გადაეცემა შესაბამის საგანგებო სამსახურებს.

საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს აქვს მზადყოფნა, უზრუნველყოს ოპერატორებისა და დისპეტჩერების დამატებითი ჯგუფების დამატება, რათა მოსახლეობამ შეძლოს შეუფერხებლად შესაბამისი დახმარების მიღება“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა