გრიგოლ ვაშაძე - “ქართული ოცნება” შერბილდა და სწორი მიმართულებისკენ დაიძრა

საუბარში “ქართული ოცნება” შერბილდა და სწორი მიმართულებისკენ დაიძრა , - ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს გერმანიის ელჩის რეზიდენციასთან განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არანაირ წინადადებას არ დათანხმდება, ვიდრე პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებენ.

“ეს არის არაფორმალური შეხვედრები, არავითარი ოფიციალური წინადადება არ გაკეთებულა, რომც გაკეთებულიყო, ჯერჯერობით, არავის მიუღია. მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ამ მონეტას ძველებურად ორი მხარე აქვს - პოლიტპატიმრების გარეშე ლაპარაკი არაფერზე არ შედგება, არავითარი წინადადება გაკეთებული არ მიიღება და თუ ციხიდან არ გამოვა ის ხალხი, რომლებიც შეთითხნილი ბრალდებებით იქ სხედან და ის ხალხი, რომლებზეც საქმეებია წარმოებული, ეს საქმეები არ შეწყდება, არავითარი შეთანხმება არ შედგება... საუბარში “ქართული ოცნება” შერბილდა და დაიძრა სწორი მიმართულებისკენ. მოვასწრებთ იმ დანიშნულების წერტილამდე მისვლას, რომელსაც ჰქვია პროპორციული არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა თუ ვერ მოვასწრებთ, რამდენიმე დღე დარჩა და ვნახავთ”, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა