გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას 110/40-ზე რომც შესთავაზოს, მაინც მიუღებელი იქნება

“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას 110/40-ზე რომც შესთავაზოს, მაინც მიუღებელი იქნება.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს გერმანიის ელჩის რეზიდენციასთან განუცხადა, ელჩთან არაფორმალური ვახშამია და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვს.

“შეხვედრა არის არაფორმალურ გარემოში, როცა გერმანიის ელჩი ვახშამზე გიწვევს, ვალდებული ხარ, მიხვიდე, ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი პოლიტიკური. რაც შეეხება 110/40-ზე მისაღებია თუ არა, რომც იყოს ასეთი შემოთავაზება, მაინც არ არის მისაღები, რადგან ეს არ არის მნიშვნელოვანწილად პროპორციული მისწრაფების არჩევნები. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ორი საკითხია - პოლიტიკური პატიმრები, პოლიტიკური დევნა და საარჩევნო სისტემა. საარჩევნო სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომ მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს პროპორციულ მისწრაფებას”, - განაცხდა ვაშაძემ.

გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა