რუსლან აბაშიძე USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს პიტერ უიბლერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, მთავრობის თავმჯდომარემ სააგენტოს წარმომადგენლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა გააცნო და მიმდინარე სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე ისაუბრა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა USAID-ის მიერ საქართველოში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას საქართველოში USAID-ის წარმომადგენელი ადამ შმიდტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა