არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური ძალები ახლოს ვართ შეთანხმებასთან, რომელიც კომპრომისული იქნება ყველასთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე პოზიციები მაქსიმალურად დაახლოებულია.

ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ პოლიტიკური ძალები ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომელიც კომპრომისული იქნება ყველასთვის.

„ამ რამდენიმე შეხვედრით მაქსიმალურად გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ არგუმენტები გაგვეცვალა, განგვეხილა ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელიც შეთანხმებისთვის არის აუცილებელი. დაგვჭირდება გარკვეული დრო, სანამ შემდეგი შეხვედრა შედგება. შესაძლებელია, რომ შეთანხმება უკვე პოლიტიკურ ძალებს შორის გაფორმდეს.

დღეს კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა, ეს იყო მეგობრული შეხვედრა ჩვენი პარტნიორების და ელჩების ინიციატივით. ნაბიჯები გადადგმულია ყველა მხრიდან, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების სურვილი არის, რომ დიალოგი დასრულდეს პოზიტიური შედეგით. ვნახოთ, უახლოეს პერიოდში, როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც ხელისუფლება, ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ დემოკრატიულად, სამართლიანად და ჩვენი სურვილია მაქსიმალურად დამკვირვებლების მიერ მოხდეს ობიექტური შეფასებები, თუ როგორი არჩევნები ექნება საქართველოს 2020 წლის შემოდგომაზე. რა თქმა უნდა, კარგი იქნება რომ მოხდეს შეთანხმება გარკვეულ კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს ჩვენს არჩევნებს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად“, - განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა: „ციფრებზე და პროცენტებზე დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა“.

„არის პოზიციები მაქსიმალურად დაახლოებული, ვფიქრობთ, რომ ახლოს ვართ პოლიტიკური ძალები შეთანხმებასთან, რომელიც კომპრომისული იქნება ყველასთვის. ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად მოვემზადოთ დიალოგის შემდეგი შეხვედრისთვის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა,რომელიც დაახლოებით 19:00 საათიდან მიმდინარეობდა დასრულდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა