შემოსავლების სამსახური - ქვეყნის მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები 24 - საათიან რეჟიმში ახორციელებენ მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია სპეციალური დამცავი ტანსაცმლით, ხოლო მებაჟე ოფიცრები მონიტორინგს ახორციელებენ დამცავი ნიღბებითა და შესაბამისი აღჭურვილობით.

„თბილისის აეროპორტში, „წითელი ხიდისა“ და „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე არსებულ ვითარებას და კონტროლის მექანიზმებს ადგილზე გაეცნო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი.

თავისი კომპეტენციის ფარგლებში უწყება მუდმივ რეჟიმში განახორცილებს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტში არსებული ვითარების დაკვირვებას და ინფორმაციას მიაწვდის მედიასა და საზოგადოებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა