ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური დაიწყო

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე დასკვნითი ტური 29 თებერვალს დაიწყო და 22 მარტს დასრულდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ოლიმპიადის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ადგილზე გაეცნო.

ოლიმპიადის მესამე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე მინიმუმ 50 მოსწავლე თითოეული საგნის შესაბამისად მონაწილეობს.

ოლიმპიადა შემდეგ საგნებში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.

ოლიმპიადის გამარჯვებულია მონაწილე, რომელიც ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ს დააგროვებს და ამასთან ერთად, მოხვდება რეიტინგული სიის პირველ 10 მოსწავლეს შორის. გამარჯვებულებს სიგელები და ჯილდოები გადაეცემათ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული პირველი ტური შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული მასალებით უშუალოდ სკოლებმა ჩაატარეს. მომდევნო ტურებს კი ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა