ჯანდაცვის მინისტრი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც კარანტინს და თვითიზოლაციას გადიან

ჯანდაცვის სამინისტრო კოორდინაციაშია ყველა უწყებასთან. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა პროცესი ვმართოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც კარანტინს და თვითიზოლაციას გადიან.

„ჯანდაცვის სამინისტრო კოორდინაციაშია ყველა უწყებასთან. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა პროცესი ვმართოთ და გავუწიოთ რეკომენდაციები. ამ ეტაპზე, 130-მდე მგზავრი იმყოფება კარანტინის რეჟიმში. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო იმ მგზავრებს, რომლებიც სამომავლოდ იქნებიან იდენტიფიცირებულები და გამოხატავენ ნებას, რომ საკუთარი თავის თვითიზოლაცია მოახდინონ და ასევე მოთავსდნენ კარანტინში,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა