„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ მზადყოფნას გამოთქვამს, გამშვებ პუნქტებზე გადამზადებული მოხალისეები დააყენოს

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“, საჭიროების შემთხვევაში, ახალი კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, მზად არის საქართველოს გამშვებ პუნქტებზე გადამზადებული მოხალისეებით ჩაერთოს და დაეხმარონ მედპერსონალს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან „წითელი ჯვრის" მოხალისეები ყველა გამშვებ პუნქტზე დადგებიან.

„მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც უკვე კორონავირუსი დაფიქსირებულია, „წითელი ჯვარი", „წითელი ნახევარმთვარე" აქტიურად არიან ჩართულები მედპერსონალთან ერთად ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ამ მიმართულებით გააქტიურდება „საქართველოს წითელი ჯვარი". „საქართველოს წითელი ჯვრის" 39 ფილიალში უკვე მობილიზებულები არიან მოხალისეები იმისათვის, რომ გავრცელდეს ის ინფორმაცია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის მოწოდებული, ასევე, „საერთაშორისო წითელი ჯვრის“ მიერ. ეს არის ის რეაგირება, რასაც ვაპირებთ. ამასთან, ჩვენი მოხალისეები აქტიურად ჩაერთვებიან თერმოსკრინინგში, რათა აქტიურად დავუდგეთ გვერდში ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ნათია ლოლაძემ.

იხილეთ ვიდეო: "წითელი ჯვრის" მოხალისეები შესაძლოა გამშვებ პუნქტებზე მედპერსონალს თერმოსკრინიგში დაეხმარონ

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი