აბასთუმანში, კარანტინში მყოფი პირი - ყველანაირი პირობა არის შექმნილი იმისთვის რომ ადამიანი კარგად იყოს და სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრება

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში მყოფი პირი იქ არსებულ პირობებზე საუბრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მისი თქმით, ადგილზე ყველანაირი პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანი კარგად იყოს და სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრება.

„საცხოვრებელი პირობები არის იმ დონეზე, რომ ადამიანმა საკუთარ სახლში იგრძნოს თავი. ნამდვილად ვერ ვგრძნობთ, რომ კარანტინში ვართ. ყველაფერი მოწესრიგებულია, ოთახებიც შესაბამისად აღჭურვილი, არის სამჯერადი კვება, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საკვები ძალიან ბევრია, ითქვა რომ არ იყო და ეს არის ცრუ ინფორმაცია. გვაკვირდებიან, სიცხეს გვიზომავენ, აკვირდებიან ჩვენს ჯანმრთელობას, თუ კი რაიმე შეუძლიათ ამ ადამიანებს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ღამეც რომ იყოს, ჩვენს გვერდით არიან ყოველთვის“, - აღნიშნავს კარანტინში მყოფი პირი.

უწყების ინფორმაციით, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, ამ ეტაპზე, 21 ადამიანია მოთავსებული. ცენტრის დირექტორის, რეზო ჟღენტის თქმით, არავითარი განგაშის და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩატარებულია კლინიკური კვლევები და არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე