კორონავირუსის გამო „თურქიშ ეარლაინსმა“ იტალიაში ფრენები დროებით  შეწყვიტა

ავიაკომპანია Turkish Airlines-მა კორონავირუსის გამო, იტალიაში ყველა რეისის დროებით გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ავიაკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ის იტალიაში რეისებს პირველი მარტიდან წყვეტს.

მანამდე, ავიაკომპანიამ ვირუსის პრევენციის მიზნით, 250 თვითმფრინავში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

შაბათს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჯამ განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო თურქეთმა იტალიასთან, ერაყთან და სამხრეთ კორეასთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა. ზომა დღეიდან ამოქმედდა. გარდა ამისა, თურქეთმა ერაყთან სახმელეთო მიმოსვლაც შეწყვიტა.

კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ევროპის ქვეყნებს შორის იტალიაში ყველაზე რთული მდგომარეობაა. ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულია 820 ადამიანი.

მანამდე Turkish Airlines-მა ფრენები შეაჩერა ჩინეთსა და ირანში.

იხილეთ ვიდეო: Turkish Airlines-მა კორონავირუსის გამო იტალიაში დროებით ფრენები შეწყვიტა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა