საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი კარანტინში მყოფ პირებზე - მათ აქვთ სრულყოფილი სერვისები, მიეწოდებათ სამჯერადი კვება, ასევე უზრუნველყოფილნი არიან საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნებით

ჩინეთიდან გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები კარანტინს საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გადიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

ცენტრის დირექტორის, მიშა ქამუშაძის განცხადებით, აღნიშნული პირები თავს კარგად და კომფორტულად გრძნობენ.

„მათ აქვთ სრულყოფილი სერვისები, მიეწოდებათ სამჯერადი კვება, ასევე უზრუნველყოფილნი არიან საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნებით, არც ერთ მათგანს არ აღენიშნება რაიმე სიმპტომი, თავს კომფორტულად გრძნობენ“, - აღნიშნავს მიშა ქამუშაძე.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით სასტუმროში 31 პირი იმყოფება. საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში სულ 34 პირი გადაიყვანეს, აქედან 3-მა ტერიტორია რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნებართვით, დატოვა და კარანტინის დარჩენილ პერიოდს თვითიზოლაციაში გაატარებენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა