გიორგი ვაშაძე - საფრთხის წინაშე ვართ, რომ ათობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგოს, განსაკუთრებით ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორში - კითხვა მაქვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, რას აპირებთ?

პარტია “ახალი საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში ბიზნეს სექტორი მძიმე მდგომარეობაშია და არსებობს საფრთხე, რომ ათობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგოს, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში.

ვაშაძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან "სირაქლემის პოზიციაში, ყოფნა და ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბიზნეს სექტორის მიტოვება არასწორია".

"ქართული ბიზნესი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ვართ საფრთხის წინაშე, რომ ათობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგოს, განსაკუთრებით ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორში. ჯერ კიდევ იანვარში, სანამ კორონავირუსი გავრცელდებოდა საქართველოში იყო ძალიან სერიოზული კრიზისი განსაკუთრებით სასტუმროებში და ტურისტული მომსახურეობის სექტორში. Booking.com-მა მაგალითად, იანვარში ჩაატარა საქართველოში შეხვედრა და აღნიშნა, რომ 35%-ით დაეცა სასტუმროების შეკვეთა თბილისსა და საქართველოში მხოლოდ იანვრის თვეში, ამას უკვე დაემატა კორონავირუსი და მისგან გამოწვეული დიდი კრიზისი, რომელიც მთელს მსოფლიოშია, მაგრამ საქართველოს ეკონომიკას, რომელიც ფაქტობრივად მხოლოდ ტურიზმზე დგას აქვს ძალიან დიდი კრიზისი დღეს. ეს არის სასტუმრო სექტორი, მომსახურების სექტორი, სადისტრიბუციო ქსელები და სხვადასხვა ტიპის ბიზნესები, რომლებიც დაკავშირებულია ტურიზმთან. შესაბამისად, მე მაქვს მხოლოდ ერთი კითხვა, ბატონ გახარიასთან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, რას აპირებთ? აქ სირაქლემის პოზიციაში ყოფნა არასწორია და ქართული ბიზნესის მიტოვება, რომელიც ისედაც უმძიმეს ვითარებაშია, არის დანაშაული, რადგან ქვეყანაში მთავარი პრობლემა გვაქვს სამუშაო ადგილები, მაგრამ ჩვენ თუ იმ სამუშაო ადგილებსაც დავკარგავთ, კერძო სექტორში, რომელიც გვაქვს, საშინელ მდგომარეობაში ჩავარდება მთლიანად ქვეყანა",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე