​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კორონავირუსის გავრცელების საკითხზე იტალიის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა იტალიაში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გაზიარება.

იტალიის ელჩის ინფორმაციით, იტალიის 6 რეგიონში და 11 მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. შეხვედრისას ელჩმა ქართულ მხარეს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ღონისძიებებს მიმართავს იტალიის მთავრობა ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის, მათ შორის იმ აკრძალვებსა თუ შეზღუდვებზე რაც დაწესებულია მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის მართვის, საჰაერო მიმოსვლის, სადეზინფექციო, დაავადების დიაგნოსტიკის, შიდა მიმოსვლის, სწავლის პროცესის შეჩერება/გადადების, სახელმწიფო უწყებების მართვის კუთხით და ა.შ.

მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს იტალიის მიმართულებით ცალკეული ქვეყნებისა და ავიაკომპანიების მხრიდან მგზავრობისა და ფრენების შეჩერების საკითხზე და აღნიშნულის გათვალისწინებით იტალიის მთავრობის სამოქმედო გეგმაზე.

მინისტრის მოადგილის მხრიდან, ელჩს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ რეგულაციებზე და ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით.

უწყების ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების სიხშირის გათვალისწინებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ინფორმაციის გაცვლას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან.​

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი