ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში მოქალაქეების შემოსვლა ირანიდან და ჩინეთიდან თითქმის შეწყდა, ყველაზე მეტი პირი კი იტალიიდან შემოდის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ირანიდან და ჩინეთიდან საქართველოში ნაკადის შემოსვლა თითქმის შეწყდა, იტალიიდან კი ყველაზე მეტი მოქალაქის შემოსვლა ფიქსირდება.

მისივე ინფორმაციით, მუშაობს სხვადასხვა საკარანტინო და თვითიზოლაციის რეჟიმები. კარანტინში კი 119 ადამიანია.

„დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოსულ ადამიანთა მონიტორინგს. თითქმის შეწყდა ირანიდან და ჩინეთიდან შემოსვლა ადამიანების, ყველაზე დიდი შემოსვლა ფიქსირდება, რა თქმა უნდა, იტალიიდან. ძირითადად შემოდიან ჩვენი თანამემამულეები. მუშაობს სხვადასხვა საკარანტინო და თვითიზოლაციის რეჟიმები. კარანტინში გახლავთ 119 ადამიანი. აქედან 31 საჩხერეში, აბასთუმანში - 26, ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში -14,"ვივა მედის" სასტუმრო განყოფილებაში -35. დღეს დაემატა ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო. გუშინ მოხდა მისი დაცლა და იქ წევს 13 ადამიანი, რომლებიც, როგორც კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის მქონეები, გადაყვანილები იქნენ ძირითადად ინფექციური საავადმყოფოდან. ბოქსირებულში რჩება 25 ადამიანი, აქედან, როგორც გითხარით, 3 არის დადებითი. დანარჩენები კვლევის ფაზაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა