ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 16 მარტამდე შეჩერდა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სასწავლო პროცესი 16 მარტამდე შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

სტუ-ს ინფორმაციით, უმაღლესი განათლების ყველა საფეხურისა და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის 2-დან 16 მარტამდე შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაითვალისწინებს რეკომენდაციას და უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების აუდიტორიებში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 16 მარტიდან განახლდება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა