თურქეთმა სირიაში ოპერაცია „გაზაფხულის ფარი“ დაიწყო

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აქარმა 1-ელ მარტს სირიის ჩრდილო-დასავლეთში სამხედრო ოპერაცია „გაზაფხულის ფარის“ ჩატარების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

მინისტრის თქმით, ოპერაცია დაიწყეს იმ ავიადარტყმის საპასუხოდ, რომელიც 27 თებერვალს თურქი სამხედროების პოზიციებზე განხორციელდა და 36 თურქი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა.

„თურქეთს არ გააჩნია რუსეთთან და სირიასთან დაპირისპირების მიზანი. ჩვენი ამოცანაა - ბაშარ ასადის რეჟიმის დანაშაულებათა შეჩერება, რადიკალიზაციის აღმოფხვრა და მიგრაციის თავიდან აცილება. თურქეთის შეიარაღებული ძალები ეფუძნება თავდაცვის უფლებას. ჩვენი სამიზნეები არიან მხოლოდ ასადის მომხრეები, რომლებიც თავს ესხმიან თურქ სამხედროებს“, - განაცხადა ხულუს აქარმა.

მისი თქმით, ოპერაციის დაწყებიდან თურქეთმა გაანადგურა უპილოტო საფრენი აპარატი, 8 ვერტმფრენი, 103 ტანკი, 72 საარტილერიო დანადგარი, სამი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, განეიტრალებულია სირიის რეჟიმის 2212 სამხედრო მოსამსახურე.

„თავდაცვის უფლებაზე დაყრდნობით, თურქეთი ძლიერ დარტყმებს განახორციელებს ჯარების განლაგებაზე, კერძოდ, სადამკვირვებლო პუნქტების რაიონში. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს! თურქეთი ელის რუსეთისგან ყველა ბერკეტის ამოქმედებას ბაშარ ასადის რეჟიმზე ზემოქმედებისთვის, რათა შეწყვიტოს თავდასხმები და ასადმა გაიყვანოს ძალები სოჭის ხელშეკრეულებაში აღნიშნული ზონების მიღმა“ ,- განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი