მინისტრის მოადგილე - სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს ყველა სკოლაში მიმდინარეობს

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის განცხადებით, დეზინფექციის პროცესი საქართველოს ყველა სკოლაში მიმდინარეობს.

როგორც დგებუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობს და ცენტრისგან რეკომენდაციებს იღებს.

„განათლების სამინისტრო ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ინფორმაციის გაცვლა, რეკომენდაციებს ვიღებთ ცენტრიდან, გვაქვს რეკომენდაციების გარკვეული პაკეტი, ასევე განათლების მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა სარეკომენდაციო დოკუმენტი. დეზინფექციის პროცესი საქართველოს ყველა სკოლაში მიმდინარეობს. არსებობს გარკვეული ინსტრუქციები არამარტო დეზინფექციასთან დაკავშირებით, არამედ ყოველდღიურად, როგორ უნდა მოხდეს სკოლის დასუფთავება სველი წესით და ასევე განიავება.

არსებობს სკოლები, რომლებსაც აქვს ცენტრალური წყალგაყვანილობა და მილები, რომელიც აწვდის სკოლებს ცენტრალურ წყალს, არსებობს სკოლები, რომლებსაც არ გააჩნია ცენტრალური წყლის გაყვანილობა, არსებობს ინსტრუქციები, როგორ უნდა მოვუაროთ სკოლას, სადაც არ არის პირდაპირ წვდომა წყალთან. ყველანაირი ინსტრუქცია არსებობს. ის აღჭურვილობები, რომლებიც უნდა ჰქონდეს შეძენილი სკოლას, მოვლა-პატრონობის პროცესში რა ხსნარები უნდა იყოს გამოყენებული. ამ ეტაპისთვის ყველა სკოლაში მიდის სიღრმისეული დეზინფექციის პროცესი, ოღონდ სასწავლო პროცესი როცა განახლდება სკოლებში, უკვე ინსტრუქციებს მიყვებიან, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა უშუალოდ სკოლებისთვის“, - განაცხადა დგებუაძემ.

მისი თქმით, დეზინფექციის ჩატარება კერძო სკოლებსაც ევალება.

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. არდადეგები 16 მარტამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა