გიორგი პერტაიამ დუბაიში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრისას ქართული ექსპორტის და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის საკითხები განიხილა

სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროში იმყოფებოდა. სავაჭრო - სამრეწველო პალატის ინფორმაციით, გიორგი პერტაიამ ემირატებში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩთან, პაატა კალანდაძესთან ერთად, უცხოელ პარტნიორებს და ბიზნეს სექტორს შეხვდა.

მათივე ცნობით, ემირატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა დუბაიში, შარჟასა და აბუ-დაბიში.

ვიზიტის ფარგლებში, სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ჰუმაიდ ბენ სალემმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

გიორგი პერტაიამ სამუშაო შეხვედრა შარჟას სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან აბდალა სულთან ალ ოვაისსთანაც გამართა, სადაც ორმხრივი პარტნიორობის გაღმავების საკითხებზეც ისაუბრა.

„მხარეებმა იმსჯელეს ქვეყნებს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და ემირატების ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის საკითხებზე. ასევე, მიმოიხილეს ემირატებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზები.

სამომავლოდ, დაიგეგმა ერთობლივი ბიზნეს ფორუმი. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქართული კომპანიებისთვის კონკრეტული, მათი საქმიანობის შესაბამისი პარტნიორების მოძიებას საამიროებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა