„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” - დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ დეკლარაციაში ოჯახის საკუთრებაში არსებული 4 ქონება და სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის ფაქტები არ მიუთითა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაციით, ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატმა, ანზორ ბოლქვაძემ დეკლარაციაში ოჯახის საკუთრებაში არსებული 4 ქონება და სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის 7 ფაქტი არ მიუთით, რაც კანონმდებლობის დარღვევაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ანზორ ბოლქვაძის დეკლარაცია, მისი ოჯახის წევრების ქონება და სამეწარმეო საქმიანობა გამოიკვლია. დადგინდა, რომ ანზორ ბოლქვაძე 2017 წლიდან რეგისტრირებული შპს გოდერძი დეველოპმენტის” 50% წილის მფლობელია. დეპუტატს წილის მართვა სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს. კანონდარღვევაა ისიც, რომ დეპუტატს აღნიშნული სამეწარმეო საქმიანობა დეკლარირებული არ აქვს.

ანზორ ბოლქვაძის ქონებრივ დეკლარაციაში ასევე არ არის მითითებული შვილის, ნოდარ ბოლქვაძის სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც 2017 წელს რეგისტრირებული შპს „გადახურვის სერვისის” და 2012 წელს რეგისტრირებული შპს „Replay Tbilisi”-ს 100% წილის მფლობელი და დირექტორია.

ასევე, სამეწარმეო საქმიანობასთან ერთად, ანზორ ბოლქვაძეს 2019 წლის დეკლარაციაში მითითებული არ აქვს მეუღლის, თინა ბოლქვაძის ოთხი უძრავი ქონება, საიდანაც ორის მესაკუთრე მაჟორიტარის მეუღლე ჩუქების საფუძველზე გახდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს საჯარო სამსახურის ბიუროს, მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

ვრცლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევა იხილეთ ბმულზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა