ევროკომისიამ ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებას „მწვანე შუქი აუნთო“

ევროკომისიის პოზიციით, ალბანეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ საკმარისად იშრომეს და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება დაიმსახურეს. დღეს, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების თაობაზე მიღწეული პროგრესის შესახებ ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდა.

ანგარიშში, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ ამ ქვეყნებმა, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობისთვის ეკონომიკის, სასამართლო სისტემისა და სხვა სფეროების რეფორმირება განახორციელეს.

„ევროკომისია მტკიცედ იცავს მის რეკომენდაციებს, რომ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებები დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ვიმედოვნებ, მომავალ კვირებში ბლოკის წევრი ქვეყნები პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა ვარჰეიმ.

შეგახსენებთ, ევროკავშირში ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებას საფრანგეთი ეწინააღმდეგება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2019 წლის ოქტომბერში ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყება დაბლოკა, გასულ თვეში კი განაცხადა, რომ მარტში ევროკომისიის მხრიდან პოზიტიური შეფასების შემთხვევაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას დასაშვებად მიიჩნევდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს