საგარეო საქმეთა სამინისტროში ტუროპერატორებთან გამართულ შეხვედრაზე კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მარიამ ქვრივიშვილთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკოორდინაციო კომისიის მდივანთან, გვანცა გასვიანთან ერთად შეხვედრა გამართა ადგილობრივ ტუროპერატორებთან.

შეხვედრის მონაწილეებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გზებზე იმსჯელეს, არსებული ვითარებისა და კონკრეტული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს და კოორდინირებულ მოქმედებებზე შეთანხმდნენ. შეხვედრის მონაწილეთა აზრით, ინფორმაციის გაცვლა ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე ტუროპერატორების მხრიდან შემდგომი ქმედებების განსაზღვრას და უკეთ დაგეგმვას.

ტუროპერატორებს ეთხოვათ გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებს შორის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოები, ხოლო უცხოელ ვიზიტორებს წინასწარ მიაწოდონ ინფორმაცია საზღვარზე არსებული პროცედურების შესახებ.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინირებული ღონისძიებების დაგეგმვისას, მთავარი აქცენტი კვლავაც პრევენციული ღონისძიებების შენარჩუნებასა და კონტროლის გაძლიერებაზე გაკეთდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა