შემოსავლების სამსახური საკარანტინო სივრცეში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრთა გადაყვანის პროცესის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს

საკარანტინო სივრცეში მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრთა გადაყვანის პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს შემოსავლების სამსახური 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს მასშტაბით, საკარანტინო სივრცეები, (საველე კარვები) ყველა საერთაშორისო აეროპორტსა და საბაჟო გამშვები პუნქტების მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა.

ექიმი-ეპიდემიოლოგების მიერ ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ საეჭვო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მგზავრები მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დროებით საველე კარვებში განთავსდებიან. მგზავრთა გადაადგილების შესახებ ინფორმაციის დამუშავების პროცესში, შემოსავლების სამსახური 24-საათიან რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა