თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 35 პაციენტია მოთავსებული, მათგან 16 ახალია

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში 35 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 16 ახალი. ცერცვაძის განმარტებით, ყველა მათგანს ანალიზები აუღეს და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ამასთან, მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია, თუმცა ისინი ექიმების მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან, რათა მდგომარეობა არ გართულდეს.

„დღეისთვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 35 პაციენტი წევს, მათგან 16 ახალი პაციენტია. მათზე აღებულია ცხვირ-ხახიდან ნაცხი და გაგზავნილია გამოსაკვლევად. პასუხები დღის ბოლოს იქნება. ასევე იყო 20 გუშინდელი პაციენტი, რომელთა მასალაც გუშინ გამოსაკვლევად იყო გაგზავნილი. ყველა მათგანი უარყოფითია. ამ 20 უარყოფითი შედეგიდან, 10-მა პაციენტმა ჩვენი კლინიკა უკვე დატოვა და საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილი. 10 ჩვენთან რჩება, მაგრამ ისინიც საკარანტინო სივრცეშიც იქნებიან გადაყვანილი.

კვლავინდებურად 3 ინფიცირებული გვყავს. ერთი მათგანის მდგომარეობა კვალიფიცირდება, როგორც უსიმპტომო, ვინაიდან აბსოლუტურად არავითარი სიმპტომი არ აქვს. ხოლო ორი პაციენტის მდგომარეობა კვალიფიცირდება, როგორც მსუბუქი, ვინაიდან მათ აქვთ ტემპერატურის მატება 37-37.1 და მცირე ხველა. ამ ეტაპზე ისინი არ საჭიროებენ რაიმე ინტენსიურ სამკურნალო ღონისძიებებს, მხოლოდ დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ უკვე მსოფლიოში არსებული პრაქტიკით, ასეთი მსუბუქი დასაწყისის შემთხვევაში, უახლოესი ერთი კვირის ან 10 დღის მანძილზე შესაძლებელია მოხდეს დამძიმება, მათ შორის სერიოზულ, კრიტიკულ მდგომარეობამდე. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, პაციენტები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან“,-განაცხადა ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა