რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება მიმდინარეობს

რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება მიმდინარეობს. როგორც რუსთავის მუნიციპალურ ავტოსატრანსპორტო საწარმოში აცხადებენ, სპეციალური სადენზინფექციო ხსნარით მუშავდება, როგორც შიდასაქალაქო მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები, ასევე საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები.

კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად ორი კვირის განმავლობაში ყოველ ღამით დამუშავდება.

ამ ეტაპზე სადეზინფექციო სამუშაოები 25 ავტობუსსა და 23 მიკროავტობუსში ჩატარდა. საზენფექციო სამუშაოები თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მოძრავ “ინტერტრანსის" კუთვნილ მიკროავტობუსებშიც ჩატარდება. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს, სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარს კომპანია თავად შეიძენს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა