ირაკლი ჩიქოვანი - შეიქმნა სპეციალური ვებ გვერდი stopcov.ge,  სადაც განთავსდება ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, ასევე - რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით

მთავრობისა და სახელმწიფოს სტრუქტურების ყველა ერთეული სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს კორონავირუსთან მიმართებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები ყოველდღიურად მიმდინარეობს და თითოეული უწყება წარმოადგენს მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას და იმ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებსაც ისინი ატარებენ.

„მსურს ხაზი გავუსვა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება გატარებული ღონისძიებებისა და პრევენციული მოქმედებების შესახებ. ასევე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, დამატებით შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი, stopcov.ge, რაც ნიშნავს შევაჩეროთ კორონავირუსი. აქ განთავსდება ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, ასევე - რეკომენდაციები, რომელიც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან და საქართველოს ჯანდაცვის სისტემიდან. მოქალაქეებს ცოცხალ რეჟიმში ექნებათ საშუალება, თვალი ადევნონ, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა