ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყველა ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, ყველა ობიექტზე შეტანილია ეფექტური სადეზინფექციო საშუალებები და აქტიურად მიმდინარეობს დამუშავების პროცესი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დღეს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ადგილზე დაესწრო სადეზინფექციო სამუშაოების პროცესს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელ ხიდი". სპეციალური სითხეებით დამუშავდა ავტომობილების როგორც გარე ზედაპირი, ასევე შიდა სივრცე.

„აღსანიშნავია, რომ საბაჟო დეპარტამენტის პერსონალს ჩაუტარდა სრული ინსტრუქტაჟი მათ მიერ განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

სპეციალური სითხეებით მუშავდება ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი და გაფორმების ეკონომიკური ზონა, ასევე დამუშავების პროცესს ექვემდებარება ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

აღნიშნული პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა