ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის დასადგენად შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება საკმაოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიაა, თუმცა ხარჯებს სახელმწიფო ფარავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის დასადგენად შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება საკმაოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიაა, თუმცა ხარჯებს სახელმწიფო ფარავს.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა უჯდება სახელმწიფოს კონავირუსზე ერთი ადამიანის შემოწმება, გამყრელიძეს თანხის ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია, თუმცა განმარტა, რომ საქართველომ რეაგენტების მთავარი შემადგენელი ნაწილი გერმანელი პარტნიორებისგან უფასოდ მიიღო.

„ჩვენ ვიკვლევთ ცხვირ-ხახის ნაცხს. ეს ყველაფერი ადამიანებისთვის უფასოა, სახელმწიფო იხდის. საკმაოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიაა. ამ რეაგენტების ნაწილი, ანუ ნაკრების მთავარი შემადგენელი ნაწილი გერმანელი პარტნიორებისგან უფასოდ მივიღეთ. ჩვენი ძირითადი პარტნიორი არის გერმანიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ჩვენ მოგვეწოდა ე.წ. პრაიმერები სწორედ შარიტეს სამედიცინო ცენტრის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ე.წ. აკრედიტირებულ ნაკრებთა ნუსხაშია. ეს ძვირადღირებული ტექნოლოგიაა, რომელსაც სხვა ვირუსების გამოსაკვლევად, იგივე გრიპის ვირუსების დროს ვიყენებთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან.

კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა.

კორონავირუსის მესამე შემთხვევა კი 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

სამივე პაციენტი ამ დრომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა