სოფო კილაძემ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი მოინახულა და ქალებს დედის დღე მიულოცა

სოფო კილაძემ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი მოინახულა და ქალებს დედის დღე მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ცენტრის ბენეფიციარებს ის საკანონმდებლო ცვლილებები და ინიციატივები გააცნო, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობასთან და ფემიციდთან საბრძოლველად საქართველოს პარლამენტმა მიიღო, თავის მხრივ, მათ სოფო კილაძეს სხვადასხვა პროექტების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და პროფესიული გადამზადებაში და დასაქმებაში დახმარება ისურვეს.

“მოხარული ვარ, რომ დედის დღე მათთან ერთად გავატარე და მცირედით გავახარე. მათ ნამდვილად სჭირდებათ გვერდში დგომა და გაძლიერება. დღესდღეობით სამწუხარო რეალობა გვაქვს, ყოველდღიური სახე მიიღო ქალებზე ძალადობამ და ფემიციდმა. ყოველდღიურად მზარდია მოთხოვნა ასეთი ცენტრების მიმართ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრმა ქალმა არ იცის, რომ სახელმწიფო მათ სთავაზობს ანონიმურ ცხელ ხაზს, თავშესაფრებს და სარეაბილიტაციო ცენტრებს. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრევენციის მიმართულებით, რათა ეს შემზარავი სტატისტიკა შევამციროთ“ , - განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს მაშტაბით ამ ეტაპზე ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების 5 კრიზისული ცენტრი და 5 თავშესაფარი ფუნქციონირებს. ნებისმიერ ადამიანს კი შეუძლია ისარგებლოს უფასო საკონსულტაციო ცხელი ხაზით 116 006.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა