არჩილ თალაკვაძე Morning Consult-თან - შარშან ოქტომბერში რუსეთმა განახორციელა თავხედური კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტის შელახვას

არჩევნებთან დაკავშირებით მზაკვრული მოქმედებისთვის რუსეთს ფართო შესაძლებლობები აქვს, მათ შორის ჩვენი დემოკრატიული პროცესების წარმართვის გზით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გამოცემა Morning Consult-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას გამოეხმაურა.

წერილში პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანაზე რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევა, რომელიც მიმართული იყო ონლაინ მომსახურების პროვაიდერების წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა სახელისუფლო და კერძო ვებგვერდების, მედიასაშუალებებისა და მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის შეფერხებას.

„შარშან ოქტომბერში რუსეთმა განახორციელა თავხედური კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტის შელახვას. ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს დახმარებით საქართველომ ახლახან დადო დასკვნა, რომ ამ შეტევის უკან იდგა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველო, იგივე გრუ - უწყება, რომელსაც ასევე ეკისრება პასუხისმგებლობა 2015-2017 წლებში უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური ზიანის მომტანი კიბერშეტევის განხორციელებაზე. სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დაგმო ხსენებული თავდასხმა და განაცხადა, რომ „ეს მიუთითებს რუსეთის გრუ-ს სისტემატური კიბეროპერაციების სქემის უწყვეტ ხასიათზე“. ჩემს ქვეყანაზე რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევა, რომელიც მიმართული იყო ონლაინ მომსახურების პროვაიდერების წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა სახელისუფლო და კერძო ვებგვერდების, მედიასაშუალებებისა და ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის შეფერხებას. ეს შეტევა წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ნაცნობი სქემის გაგრძელებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა