ნიკოლ ფაშინიანი ილია მეორესთან შეხვედრაზე - ჩვენ ისტორიულად გვქონდა და დარწმუნებული ვარ, გვექნება კარგი ურთიერთობა, მაგრამ ყოველთვის არის რაღაც, რაზეც მუშაობა საჭიროა, რათა ის სულ ცოტა მაინც უკეთესი გახდეს

ჩვენი ერების ქრისტიანული იდენტობა და ის ქრისტიანული ღირებულებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ ურთიერთობაშიც იგრძნობა, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრისას განაცხადა.

ფაშინიანის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდა.

„მადლობა თბილი სიტყვებისა და თბილი მიღებისთვის. ჩვენ აქ ერთმანეთს პირველად 2018 წლის ივნისში შევხვდით და შემომრჩა ძალიან ნათელი მოგონებები ჩვენი შეხვედრიდან და საუბრიდან. მოხარული ვარ გითხრათ, რომ ამ დროის განმავლობაში, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი პოზიტიური მოხდა ჩვენს ურთიერთობებში და ვფიქრობ, რომ ნამდვილად მოვახერხეთ, უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში ბევრი გაგვეკეთებინა, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა ახალ დონეზე აგვეყვანა. თქვენ საუბრობდით ეკლესიის როლზე ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებაში და მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად, ახლა ჩვენი ერების ქრისტიანული იდენტობა და ის ქრისტიანული ღირებულებები, რომლებიც გვაქვს, ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ ურთიერთობაშიც იგრძნობა და ვფიქრობ, რომ ამ დროის განმავლობაში ეს ფაქტორი გაძლიერდა და რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და აქ ვფიქრობ, რომ თქვენი პირადი როლი ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალია და მსურს ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. რა თქმა უნდა, დრო მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ერებს შორის და ჩვენს ეკლესიებს შორის თანამშრომლობით მივაღწიოთ რეალური ცვლილებებს საერთო ვითარებაში და ნამდვილად, ძალიან მოხარული ვარ, რომ ურთიერთობების ატმოსფერო ყოველთვის კარგი იყო ჩვენს ქვეყნებს შორის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის უკეთესი გახდა და ჩვენ მზად ვართ, რეალურად ვიმუშაოთ, რომ შევიტანოთ არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი ცვლილებები ჩვენს ურთიერთობების გაუმჯობესებაში.

მსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ყოველთვის ისტორიულად გვქონდა და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება კარგი ურთიერთობა, მაგრამ ყოველთვის არის რაღაც, რაზეც მუშაობა საჭიროა, რათა ის გახდეს სულ ცოტა მაინც უკეთესი. მოხარული ვარ, რომ ამ საკითხში ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა, გვაქვს ერთნაირი ხედვა და ერთნაირი დღის წესრიგი“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა