კორონავირუსთან საბრძოლველად ამერიკის კონგრესი მზად არის 8.5 მილიარდი დოლარი გამოყოს, რაც 6 მილიარდით მეტია იმაზე, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ითხოვდა. ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„მე ვითხოვე 2.5 მილიარდი. როგორც ჩანს, კონგრესი მზად არის მოგვცენ 8.5 მილიარდი. ვფიქრობ, ასეთი რამ არასოდეს მქონია. ვიმედოვნებ, უნდა ვთქვა, რომ მე ვიღებ ამას?“, - განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტის თქმით, ძირითად ძალისხმევას კორონავირუსთან საბრძოლველად მიიღებენ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები ოლქების დონეზე. 8.5 მილიარდი დოლარი გამოიყოფა ფედერალური ბიუჯეტიდან.