შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ისრაელის ელჩს უმასპინძლა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნოებს, შეხვედრაზე ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ გააცნო ისრაელის ელჩს ფონდის საქმიანობა და აღნიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.

„მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის სქემები და ასევე მკაფიოდ დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. შეხვედრაზე განხილეს მეცნიერების კომერციალიზაციის ასპექტი, რომელზეც ზვიად გაბისონიამ და რან გიდორმა ერთხმად აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის სამომავლო სქემებში აუცილებლად ყურადღებას დაუთმობენ მეცნიერებასა და კერძო სექტორის დაახლოების საკითხს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა