რკინიგზის საერთაშორისო სადგურებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის პროცედურები გამკაცრებულია ასევე რკინიგზის საერთაშორისო სადგურებზე.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,გარდაბანი-სარკინიგზო“ არსებულ ვითარებას და კონტროლის მექანიზმებს ადგილზე გაეცნო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე. მისი თქმით, მგზავრთა კონტროლის პროცესში, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებები კოორდინირებულად გატარდება შესაბამის უწყებებთან ერთად.

,,შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ახორციელებენ კონტროლის პროცედურებს. რისკის ჯგუფიდან ჩამოსულ მგზავრებს უტარდებათ ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც როგორც ცნობილია, გულისხმობს მგზავრთან გასაუბრებას, ტემპერატურის გაზომვასა და სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას“,- განაცხადა ელგუჯა ბერანძემ.

კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების სამსახური მუდმივ რეჟიმში განახორცილებს ყველა ობიექტზე არსებული ვითარების დაკვირვებას და ინფორმაციას მიაწვდის მედიასა და საზოგადოებას.

იხილეთ ვიდეო: რკინიგზის სადგურებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა