„თავისუფალი საქართველო“ - პარტიამ საგურამოში გამოსახლება შეაჩერა

„თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, 4 მარტს, 15:00 საათზე, საგურამოში კერძო მევახშის მიერ უნდილაშვილების ცხრასულიანი ოჯახის გამოსახლება იგეგმებოდა, თუმცა მათ პროცესი შეაჩერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ნასესხები 8000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მოვალემ კრედიტორს საგურამოში 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა, რომლის ღირებულებაც 50.000 აშშ დოლარზე მეტია. როგორც პარტიაში აცხადებენ, მევახშე მაინც ცდილობდა უნდილაშვილების 120.000 აშშ დოლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლის დაპატრონებას მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება უკვე შესრულებული აქვს.

„მოვალე ახლაც მზად არის, კრედიტორთან მოლაპარაკებისთვის და დამატებითი თანხის გადახდისთვის. აღსრულების ადგილას დილიდან შეიკრიბნენ, „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, სხვა პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ოჯახის გულშემატკივრები. საზოგადოების აქტიურობის შედეგად, აღსრულების პოლიციამ დაგეგმილი გამოსახლება შეაჩერა, რის შემდეგაც მხარეებს შორის მედიაციის პროცესი გაიმართება. „თავისუფალი საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს მედიაციის პროცესში, სადაც მოვალის ინტერესებს წარმოადგენს“,-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა