გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის სურვილის დადასტურება იქნება, თუ „40 %-იან ჩამკეტთან“ დაკავშირებით უარს იტყვის

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის აზრით, ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის სურვილის დადასტურება იქნება ის, თუკი ის „40 %-იან ჩამკეტთან“ დაკავშირებით უარს იტყვის.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სხვა შემთხვევაში, რთულია ოპოზიციური პარტიების პოზიციას ლოგიკური ახსნა მოუძებნო.

"პრინციპულად ვთანხმდებით 40 პროცენტთან დაკავშირებულ საკითხზე და არ გვგონია, რომ ამ პრინციპული შეთანხმების დარღვევის სხვა ლოგიკური ახსნა არსებობდეს, თუ არა ის, რომ მათთვის დესტაბილიზაცია არის ერთადერთი გზა. ასე რომ, კიდევ მეტი ეჭვი გაჩნდება, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნება შეთანხმება,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წინადადებაა, პარტიამ ვერ დააკომპლექტოს მთავრობა, თუ მას 40 %-ზე მეტი მხარდაჭერა არ ექნება. მმართველი გუნდი მზადაა, ოპოზიციის ინიციატივა გაიზიაროს, თუმცა აღნიშნული თემის კონტექსტში დღის წესრიგში რამდენიმე „მნიშვნელოვან კომპონენტს“ აყენებს. კონკრეტულად, რას გულისხმობს „მნიშვნელოვანი კომპონენტები“ საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რადგან მას არცერთი პოლიტიკური მხარე არ ასაჯაროვებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა