ამირან გამყრელიძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული თანამშრომლები  სამსახურში არ დაუშვან, გაცდენისას კი ხელფასი შეუნარჩუნონ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული თანამშრომლები, სამსახურში არ დაუშვან, თუ არ იქნება შესაბამისი თვითიზოლაციის რეჟიმი.

მისივე თქმით, მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით, თვითიზოლაციის გამო ამ ადამიანებს გაცდენილი დღეები საპატიოდ ეთვლებათ და უნარჩუნდებათ ანაზღაურება.

„განსაკუთრებული მადლობა ეკუთვით კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. ისინი რა თქმა უნდა, ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, მაგრამ არიან ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. კარგია, ისინი რომ აცნობიერებენ თავიან სამოქალაქო პასუხისმგებლობას და იცავენ იმ წესებს, რაც დაკავშირებულია კარანტინთან და თვითიზოლაციასთან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ თავიდან ავირიდოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება ქვეყნის შიგნით.

მინდა ასევე ვთხოვო და მოვუწოდო მათ დამსაქმებლებს, რომ ყველა დამსაქმებელმა ყურად იღოს ის რეკომენდაცია, რასაც მუდამ ვაჟღერებთ, რომ მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან მოსული ადამიანები, რომლებიც იყვნენ ბიზნეს მოგზაურობაში, დასასვენებლად თუ ა.შ. სამსახურში არ დაუშვან, თუ არ იქნება შესაბამისი თვითიზოლაციის რეჟიმი. ასევე, დღეს გამოვიდა მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომ ამ ადამიანებს ეს არ ჩაეთვალოთ განაცდენში და მათ შეუნარჩუნდეთ ანაზღაურება,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი დამსაქმებლებს მიმართავს

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე