ამირან გამყრელიძე - ვირუსის შესაძლო გავრცელების ერთ-ერთ წყაროდ ბანკნოტები დავასახელე - კარგია, რომ გუშინ რამდენიმე დიდი ბანკი გამოგვეხმაურა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მათ რამდენიმე ბანკი გამოეხმაურა, რომლებმაც კორონავირუსის ფულის საშუალებით შესაძლო გავრცელების თაობაზე გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინეს. გამყრელიძემ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ დიდი ორგანიზაციები ზოგად ჰიგიენურ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.

„ვირუსის შესაძლო გავრცელების ერთ-ერთ წყაროდ ბანკნოტები დავასახელე. კარგია, რომ გუშინ რამდენიმე დიდი ბანკი გამოგვეხმაურა. განსაკუთრებული მადლობა „ლიბერთი ბანკს“. მან გუშინ, ღამით უკვე გამოგვიგზავნა ის ჩამოყალიბებული რეკომენდაციები, რომელსაც უკვე ახორციელებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს შემთხვევები განსაკუთრებით, ხანდაზმულ ადამიანებში. კარგია, რომ დიდი ორგანიზაციები ზოგად ჰიგიენურ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, ასევე ინდივიდუალური ჰიგიენური ნორმების დაცვის რეკომენდაციებს, ეს მარტო კორონავირუსთან კი არ იქნება დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, რომ როცა ეს გონებაში ჩაგვებეჭდება და ჩვევაში გვექნება, მომავალ წელს უფრო მომზადებული შევხვდებით გრიპის სეზონს, რესპირაციული ვირუსების აქტიურ სეზონს და ასე შემდეგ, რაც საბოლოოდ, უზარმაზარი პრევენციული ღონისძიებაა სხვადასხვა ინფექციების გავრცელების პროფილაქტიკის მიმართულებით“,-განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა