ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს სამედიცინო დახმარება იტალიაში უნდა გაეწიოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც იტალიაში კორონავირუსი დაუდასტურდა, სამედიცინო დახმარება იტალიაში უნდა გაეწიოს.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ აქვს.

“მე ვფიქრობ, რომ თუ იტალიაში დადასტურდა ინფიცირებული, მაშინ იქ გაეწევა მას სამედიცინო დახმარება. ანუ იქ იქნება ის იზოლირებული შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სამედიცინო მიდგომა ასეთი უნდა იყოს და შესაბამისად, გამოჯანმრთელებამდე იქ უნდა დარჩეს”, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა