კარანტინში მოთავსებულ 1 ადამიანზე სახელმწიფო დღეში 70 ლარამდე თანხას ხარჯავს

კარანტინში მოთავსებულ 1 ადამიანზე სახელმწიფო დღეში 70 ლარამდე თანხას ხარჯავს. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა.

„საკარანტინო ზონების მიხედვით ყოველდღიური ხარჯი, იქ მყოფ თითოეულ მოქალაქეზე, 50-70 ლარის ფარგლებშია“, - განუცხადეს სააგენტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

ამასთან, უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქვეყანაში 6 საკარანტინო სივრცეა, რომელშიც, გუშინდელი დღის მდგომარეობით, 144 მოქალაქეა მოთავსებული.

კერძოდ: აბასთუმნის ფილტვის ცენტრში იმყოფება 25 პირი, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმრო კომპლექსში - 26 პირი, კლინიკა „ვივა მედთან“ არსებულ სასტუმრო კომპლექსში - 29 პირი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში - 29 პირი, გორის სამხედრო ჰოსპიტალში - 20 პირი, თბილისის ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის კორპუსში - 15 პირი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 3 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან, ვირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს 1 მოქალაქეს.

იხილეთ ვიდეო: კარანტინში მოთავსებულ 1 ადამიანზე სახელმწიფო დღეში 70 ლარამდე თანხას ხარჯავს

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა