ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტიდან 3 პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია, მეოთხე შემთხვევა კი საყურადღებოა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტიდან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეოთხე შემთხვევა წინა სამ შემთხვევასთან შედარებით, კლინიკურად უფრო საყურადღებოა, რის გამოც შესაბამისი კლინიკური კვლევები და დაკვირვება მიმდინარეობს.

„დღეს ოთხი დადებითი შემთხვევაა საქართველოში დაფიქსირებული. ოთხივე მოთავსებულია ცენტრალური ინფექციური სავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. ორ პაციენტთან დაკავშირებით გვაქვს ირანში მოგზაურობის ისტორია, ხოლო ორ შემთხვევაში - იტალიაში. ამ 4 პაციენტიდან 3 პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია. კლინიცისტების ინფორმაციით, დაავადების პროგრესირება არ აღინიშნება. რაც შეეხება მეოთხე შემთხვევას, ის წინა სამ შემთხვევასთან შედარებით, კლინიკურად უფრო საყურადღებოა. მიმდინარეობს შესაბამისი კლინიკური კვლევები, მკურნალობა და ავადმყოფზე დაკვირვება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა