ეკატერინე ტიკარაძე - ირანის ელჩთან შეხვედრაზე წამოიჭრა საკითხი მინისტერიალი გაიმართოს, რათა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებზე გადაწყვეტილებები მივიღოთ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ირანის რესპუბლიკის ელჩს სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა. მხარეებმა კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს ვირუსზე რეაგირებისა და პრევენციის გზები.

„ვისაუბრეთ ძალიან ბევრ ინიციატივაზე. წამოიჭრა საკითხი გაიმართოს მინისტერიალი რეგიონის მასშტაბით იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები კორონავირუსთან გლობალურად ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას. დაიგეგმა გარკვეული კომუნიკაციები მინისტრებს შორის და სავარაუდოდ გადაწყდება, რომ მინისტერიალი საქართველოში გაიმართოს. კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა და მნიშვნელოვანია კოორდინაცია ყველა უწყებასა თუ ქვეყანას შორის“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ირანული მხარე საქართველოში გატარებული პრევენციული ღონისძიებებით დაინტერესდა. მოხდა მათთვის, ამ კუთხით გამოცდილების გაზიარება.

„ვირუსმა ძალიან ბევრ ქვეყანაში შეაღწია, მათ შორის ჩვენთანაც. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც კორონავირუსის გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა გამოიწვია. განვიხილეთ ვირუსის პრევენციისა და მასზე რეაგირების გზები. ეს ვირუსი არ ცნობს საზღვრებს, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ერთად ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ მინისტერიალის გამართვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა ირანის ელჩმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე