გლდანის მე-4 მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა

გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსების მიმდებარედ სკვერის მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ გასულ წელს ცხაურების დემონტაჟი განახორციელა, წელს კი, დაახლოებით, 1 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერს მოაწყობს.

„მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც, დაირგვება ხეები და დაიგება ბუნებრივი ბალახი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჩვენი ჯგუფი” შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 163 361 ლარია გათვალისწინებული.

გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მაჟორიტარებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნული სკვერის პროექტი გააცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა