დავით მათიკაშვილი - ოპოზიციას მოლაპარაკების პროცესში თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება არ სურს

ჯერ ერთი, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. მეორეც, არცერთი საკითხი არ უნდა იყოს შეთანხმების წინაღობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი უგულავას წერილს.

მისი თქმით, ოპოზიციას მოლაპარაკების პროცესში თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება არ სურს.

"არაერთგზის გაჟღერდა ფრაზა, რომ შედეგებზე პასუხისმგებლობა ასაღებია მთლიანად პოლიტიკური სპექტრის მიერ და არა მხლლოდ მმართველი გუნდის მიერ. ამიტომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც მთლიანი კონტექსტიდან ვარდება, წარმოდგენს მცდელობას, ძირითადიდან სხვა საკითხზე გადაიტანონ საზოგადოების ყურადღება და ოპოზიციამ თავი აარიდოს თავის წილ პასუხისმგებლობას, რაც მათ აკისრიათ მთლიან კონსენსუსში. ჯერ ერთი, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. მეორეც, არცერთი საკითხი არ უნდა იყოს შეთანხმების წინაღობა მაშინ, როდესაც მმართველი გუნდის მხრიდან შეთავაზება უკვე გაკეთებულია," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის საკუთარი ინიციატივა გააცნოს საზოგადოებას და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პროცესი დაიწყოს.

"საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც მმართველი გუნდის მიერ იქნა შეთავაზებული, უზრუნველყოფს არჩევნების დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებას. ეს არის არსებულზე მეტად პროპორციული სისტემა და იგი უზრუნველყოფს იმას, რომ 40 % მხარდაჭერის ზღვარს ქვემოთ მყოფმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ ჩამოაყალიბოს აღმასრულებელი ხელისუფლება. ამას თავად ოპოზიცია არაერთგზის ითხოვდა. 2016 წელს 5 %-იანი ბარიერით, სრულად პროპორციული სისტემით რომ ჩატარებულიყო არჩევნები, "ქართული ოცნება" იმავე რაოდენობის მანდატებს აიღებდა, რასაც აიღებდა ახლა ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელის პირობებში. შესაბამისად, ცოტა უცნაურია ოპოზიციის განცხადებები. კარგად ჩანს, რომ მათ შეთანხმება არ უნდათ და ყველა მიზეზს ეძებენ იმისთვის, რომ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა არ აიღონ ქვეყნის მომავალზე. ეს "ნაციონალური მოძრაობისგან" და "ევროპული საქართველოსგან" გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ ესენი ერთი და იგივე პარტიაა. მმართველი გუნდი მზად არის საკუთარი ინიციატივა გააცნოს საზოგადოებას და დაიწყოს პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობს, თუმცა ჯერ საუბარია მოლაპარაკებაზე," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა