სამგორში ახალი სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში კიდევ ერთი სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ქვემო სამგორში, ქინძმარაულის ქუჩის მეორე შესახვევში, N9 კორპუსის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცე და სტადიონი მოეწყო. ახალი დასასვენებელი სივრცე სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

„სკვერში კაუჩუკისსაფარიან ზედაპირზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა, ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები. ჩატარდა ჰიდროთესვის სამუშაოები. ასევე, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. სკვერის გარშემო კი დამცავი მოაჯირია მოწყობილი.

სკვერში მოეწყო 400 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი, რომელიც შშმ პირთათვის ადაპტირებულია. მოედანზე დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, მოეწყო გარე განათების სისტემა და მაყურებელთათვის ტრიბუნა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 149 560 ლარია. სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორმა კომპანია „ალგე ჯგუფმა“ განახორციელა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა