გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“ არსებული საარჩევნო სისტემით გათვალისწინებული ბლოკებით და მაღალი ბარიერით „მძევლებად იყვანს“ სხვა პარტიებს

„ნაციონალური მოძრაობა“ არსებული საარჩევნო სისტემით გათვალისწინებული ბლოკებით და მაღალი ბარიერით „მძევლებად იყვანს“ სხვა პარტიებს , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მეტ-ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიები წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში.

ვოლსკი ფიქრობს, რომ მიზანშეწონილი იქნება 1%-დან 3%-მდე ბარიერის დაწესება, რითაც პატარა პარტიებისთვის პარლამენტში მოხვედრის შანსი გაიზრდება.

„რაც არ უნდა დაპირისპირებული ურთიერთობა გვქონდეს, აუცილებელია, რომ პოლიტიკური პარტიები, რომელსაც მეტ-ნაკლებად აქვთ მხარდაჭერა, წარმოდგენილი იყვნენ პოლიტიკურ ველზე. დღეს არსებულ სისტემას თუ გავითვალისწინებთ - ბლოკებს და მაღალ ბარიერს - „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად ამით იჭერს, „მძევლებად იყვანს“ სხვა პარტიებს. რაც უნდა კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთში, პარტია, რომლის არც სახელი ვიცით და არც ლიდერი, ნახევარ მილიონზე მეტი ლარით ფინანსდება წელიწადში მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის ბლოკში. ასეთი ერთკაციანი პარტიების ჩამოთვლა შეიძლება. თუკი პარტიას საშუალება ექნება, რომ გარკვეული მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნეს პარლამენტში, იგი ათჯერ გაზომავს დამოუკიდებლობის ხარისხს და ფასს, რომელსაც იგი იხდის მაინც და მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ ყოფნით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 1%-დან 3%-მდე ბარიერი არის შესაბამისობაში“,- განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა