ეკატერინე ტიკარაძე - ყველა ის შემთხვევა, რომელიც გამოვლენილი იყო, გამოვლინდა ჩვენი აქტიური მუშაობით

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსი მსოფლიო გამოწვევაა, თუმცა ამ გამოწვევას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგად ართმევს თავს.

„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ შეგვიძლია სიტუაციის კონტროლი და ყველა ის შემთხვევა, რომელიც გამოვლენილი იყო, იყო გამოვლენილი ჩვენი აქტიური მუშაობით, რაც ნამდვილად არის ძალიან ეფექტური. მე ამისთვის, პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველა იმ პირს ვინც მუშაობს საზღვარზე, არიან ესენი მესაზღვრეები თუ ჩვენი პერსონალი, რომელიც ადგილზე გვყავს მივლენილი“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით.

„საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, სადაც ჩვენ დროულად ვიწყებთ ყველა პრევენციულ ღონისძიებებს, რაშიც მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩებიან ევროპის ქვეყნები, ვინაიდან მათ ეს ვირუსი არ აღიქვეს შესაბამისად და მათთან გავრცელება გაცილებით მეტია. ჩვენ ვაპირებთ, რომ ადგილზე გავეცნოთ ყველა სიტუაციას და ჯანდაცვის უწყება იქნება პირადად ჩართული ყველა ღონისძიებაში. რაც შეეხება დასუფთავების საქმიანობებს, ჩვენ შევისწავლით დეტალურად და ვახორციელებთ მონიტორინგს, ვიძლევით შემდეგ დამატებით რეკომენდაციებს ან მკაცრ გაფრთხილებებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა