საქართველოს საელჩო იტალიაში მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს დაემორჩილონ

საქართველოს საელჩო იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.

განცხადებაში, საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს.

"შექმნილი მდგომარეობის გამო, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსის მზარდ გავრცელებასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს.

ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს საელჩოს ქ. რომში, ცხელი ხაზის ნომერზე: +333 8879123.

აქვე გაცნობებთ, რომ ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის დამატებითი ორი ნომერი: +39 3501312131 ; +39 3501483114.

რესპირატორული სიმპტომების აღმოჩენის დროს (მაღალი სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი) იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, გთხოვთ, თვითნებურად არ გამოცხადდეთ სამედიცინო დაწესებულებებში.

დარეკეთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: განსაკუთრებული აუცილებლობის დროს - 112 და 118! ან რეგიონების მიხედვით: ბაზილიკატა - 800.99 66 88; პიემონტე-800 19 20 20 24 საათის განმავლობაში 800 333 444 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის 8-დან 20.00 საათამდე.

ვალე დ’აოსტა - 800.122.121; ლომბარდია -800.894.545; ალტო ადიჯე -800.751.751 ;ტრენტოს პროვინცია -800.867.388; ბოლცანოს პროვინცია- 800 751 751; ვენეტო: 800.462.340 ფრიული ვენეცია ჯულია -800.500.300 ; ტოსკანა- 800.556.060; უმბრია - 800.636.363; მარკე- 800.936.677; ემილია-რომანია 800033033; კამპანია- 800909699; ლაციო- 800118800 ; კალაბრია- 800-767676; სიცილია- 800 45 87 87; პულია - 800 71 39 31; სარდინია 800 311 377 აბრუცო ASL n. 1 აკვილა :118 ASL n. 2 კიეტი-ლანჩანო- ვასტო: 800 860 146 ASL n. 3 პესკარა: 118 ASL n.. 4 ტერამო: 800 090 147; ლიგურია - 112 მოლიზე -0874 313000 და 0874 409000; პიაჩენცა -0523 317979.

ასევე იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1500!

კორონა ვირუსთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, ასევე, ეწვიოთ: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდს: moh.gov.ge; https://www.facebook.com/mohgovge/ ან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდს: ncdc.ge; https://www.facebook.com/ncdcgeorgia/ ; https://www.ncdc.ge/ ჯანმრთელობას გისურვებთ!"-ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა